შა შე შვ ში შო შრ შუ
შეგ შედ შეზ შეკ შემ შეს შეუ შექ შეც

შესაქმე კაცისა

„არა თუ ღმრთეებისაგან რაჲმე მისცა, არამედ ბრძანებით უჴორცოჲ იგი სული მისცა და გონიერი. და ამისთჳს თქუა, ვითარმედ თავისა თჳსისა მიერ მისცა. ესე იგი არს, ვითარმედ უჴორცოჲ და უნივთოჲ დაბადებული ახალ იქმნა სული და არა პირველდაბადებულისა ნივთისაგან მოიღო, ვითარ-იგი ჴორცნი. არცა უხილავისა რაჲმე ბუნებისაგან მოიღო იგი, ვითარ-იგი უკეთური ორიგინე იტყოდა, არამედ მაშინ ქმნა იგი ღმერთმან“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.) „სიტყუამან დამბადებელისამან რაჟამს ინება, მან ესე ცხოველი ერთი ორთავე ბუნებათაგანი, ხილულისა და უხილავისა, დაჰბადა კაცი. ხოლო ჴორცნი მისნი მოიხუნა სიჴშოჲსაგან, რომელ იგი პირველ დაბადებულ იყო, და თჳთ ყო ცხორებაჲ მის თანა, რომელსა თქუმული უწესს სულად გონიერად მსგავსად ღმრთისა. დაამტკიცა ქუეყანასა ზედა მეორე სოფელი, დიდი მცირესა შინა, სხუაჲ ანგელოზი თაყუანის-მცემელი, შეზავებული, მხედვარი დაბადებულთა ხილულთაჲ და გულისხმის-მყოფელი უხილავთაჲ, მეუფჱ მეუფეთაჲ ქუეყანისათაჲ მეუფედ განჩინებული ზეცით, ქუეყანისაჲ და ზეცისაჲ, ჟამიერი და უკუდავი, ხილული და ცნობილი შორის სიმდიდრესა და სიმცირესა. და იგი არს სულ და ჴორც, სულ – სიმდაბლითა და ჴორც – ამპარტავანებისათჳს; ერთი იგი, რაჲთა ეგოს და ადიდებდეს კეთილის-მყოფელსა მას, და მეორესა მას, რაჲთა ივნოს. და რაჟამს ივნოს, მოეჴსენოს და განისწავლოს პატივცემული დიდებითა, ცხოველი აქა და განგებული და სხუად მიცვალებული. დასრულებაჲ საიდუმლოჲსაჲ ესე არს, ვითარმედ წადიერებითა მისითა ღმრთისა მიმართ განღმრთნეს იგი“ („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.) „მან თავადმან სამებით დიდებულმან ერთღმრთეებამან დაჰბადნა ყოველნივე ხილულნი და უხილავნი. და მერმე უხილავისაგან და ხილულისა ქმნა აგებულებაჲ კაცისაჲ სახედ უზეშთაესისა სიბრძნისა მისისა და გარდამატებულისა მის სახიერებისა; დაჰბადა უკუე კაცი ჴელითა თჳსითა, ვითარცა წერილ იტყჳს, ხატად თჳსად და მსგავსად. რამეთუ ჴორცნი ქმნნა მიწისაგან, ხოლო სული გონიერი და სიტყჳერი მისცა თჳსითა მით შთაბერვითა, რომელსაცა ვიტყჳთ ხატად და მსგავსად ღმრთისა. რამეთუ ხატებაჲ გონიერებასა მოასწავებს და თჳთმფლობელობასა, ხოლო მსგავსებაჲ სათნოებათა მიერ, რაოდენცა შესაძლებელ არს, მიბაძვასა მისსა. ესრეთ უკუე დაჰბადა კაცი უმანკოჲ, წრფელი, სახიერი, შეუწუხებელი, უზრუნველი, ყოვლითავე სათნოებითა შემკობილი, ვითარცა მეორე სოფელი დიდი მცირესა შინა. ესრეთ განაწესა კაცი სოფელსა ამას შინა, სხუაჲ ანგელოზი თაყუანისმცემელი მისი... და აღსასრული საიდუმლოჲსაჲ მის ესე იყო, რაჲთა სამარადისოჲთა მით ღმრთისაგან განუშორებელობითა ესოდენ მოიღოს ღმრთისაგან მადლი, ვიდრემდის ღმერთ იქმნეს, არა თუმცა ბუნებად ღმრთისა შეიცვალა, არამედ მსგავსებად მისა, რაოდენცა შესაძლებელ არს და მისაწთომელ. ხოლო ერთბამად იქმნა დაბადებაჲ ჴორცთაჲ და შთაბერვაჲ სულისაჲ, არა თუ ერთი იგი პირველ და მეორე იგი უკუანაჲსკნელ, სიცბილისაებრ ორიგენისა, არამედ ზოგად და ერთბამად. ესრეთ დაჰბადა კაცი ბუნებით უცოდველად, რამეთუ არცა ერთი ცოდვაჲ დაებადა ბუნებასა შინა მისსა და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ თჳთმფლობელობისაჲ, გინა თუ დადგრომაჲ ენებოს კეთილსა შინა, გინა თუ მიდრეკაჲ – ბოროტისა მიმართ“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „ეგულებოდა რაჲ ღმერთსა არარაჲსაგან შექმნაჲ კაცისაჲ მიუწდომელითა მით სახიერებითა თჳსითა, პირველად ცაჲ გარდაართხა და ქუეყანაჲ განჰმზადა, ზღუაჲ განასაზღრვა და რაოდენი რაჲ უჴმდა ზნესა და ქუეყანასა შემამკობელად, ყოველივე მიჰმადლა და ეგრეთღა ამის ყოვლისა შემდგომად შემოიყვანა კაცი მსგავსად მეფისა და დაადგინა იგი სამოთხესა შინა გამოსაცდელად სათნოებისა მისისა“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9