აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
ახა

ახალი ცა – ღმრთისმშობელი

„მოწყალე ექმნა ღმერთი ხრწნილებასა და უბადრუკებასა ჩუენსა, რაჲთა არა მიეცეს სრულიადსა არაარსებასა და უჩინო-ყოფასა საქმე იგი ჴელთა მისთაჲ, რომელ არს კაცი. ამისთჳსცა სხუაჲ ახალი ცაჲ გარდაართხა, რომელსა შინა იხილვების სხუაჲ ქუეყანაჲ და სხუაჲ ზღუაჲ, რომელსა შორის დამკჳდრებაჲ სათნო-იყო განახლებისათჳს ნათესავისა ჩუენისა დაუტევნელმან მან და ყოველთა უზეშთაესმან ყოველთა ბუნებათამან, ესე იგი არს სანატრელი და მრავალ საგალობელი“; „ისმინეთ მრავალ მოთმინისა იობისგან: „ცაჲ არა წმიდაჲ არს და ვარსკულავნი არა უბრალო წინაშე მისსა“ (იობ. 25,5). და ესე თქუმულ არს პირველ დაბადებულისა მისთჳს ცისა. ხოლო ახლისა ამის ცისა რაჲმცა უწმიდეს იყო ანუ რაჲმცა უუბრალოეს, რომელი ესოდენ სთნდა ღმერთსა, უზეშთაესსა მას და უწმიდესსა ყოველთა ნათელთასა, ვიდრეღა მოსლვითა სულისა წმიდისაჲთა არსებით შეეზავა მას და მის მიერ გამოვიდა სრული კაცი უქცეველისა მის თანა და უცვალებელისა ღმრთეებისა თჳსისა“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9