ყვ ყუ
ყვე

ყველაფერს თავისი დრო აქვს

„რაჲმე რაჲ არს მცნებაჲ ესე, ვითარმედ: „ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას“ (მთ. 17,9), რომელი უფროჲს ყოვლისა ხილვისა ქადაგებად ჯერ-არს? არამედ მისითა მით განაჩინა დროჲ იგი ჟამისაჲ მის და წესი თხრობისაჲ, რამეთუ თქუა: „ოდეს ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს“, რომლისათჳს სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „რომელი გრქუან ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა, და რომელი ყურთა გესმეს, ქადაგებდით ერდოთა ზედა“. და ვითარცა იგივე კუალად ეტყჳს მათ და ასწავებს: „გზასა წარმართთა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ“. ხოლო რაჟამს მოიწიოს ჟამი იგი, ოდეს ჯერ-იყოს მისლვაჲ, ეტყჳს მათ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“ (მთ. 28,19). „ხოლო თჳნიერ ჟამისა თხრობაჲ სიტყჳსაჲ უწესო არს და თჳნიერ წესისა კეთილი რაჲმე უჟამო არს და თჳნიერ კეთილისა სათნოებაჲ შეუძლებელ არს, ხოლო თჳნიერ სათნოებისა სრულებასა ვერ მიიწიოს“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9