ღვ ღმ ღუ
ღმე ღმრ

ღმრთის საიდუმლო

„ჯერ არს გულისხმის-ყოფად დიდიცა ესე ღმრთისა საიდუმლოჲ. რამეთუ ოდეს იგი იოვანჱსთჳს ეხარა, არა თუ ელისაბედისა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი, არამედ ზაქარიაჲსა, რამეთუ იოვანე თესლისაგან ზაქარიაჲსა შობად იყო ელისაბედისგან, და კუალად იგივე გაბრიელ ანგელოზი არა თუ იოსებისა მოივლინა, არამედ მარიამისა, რაჲთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორციელ იქმნეს და იშვეს. ხოლო იოსებისა, ბრძანებითა ღმრთისაჲთა, თხოვილ ოდეს იყო, რაჲთამცა ჰმსახურა თავადსა უფალსა და წმიდასა მას ქალწულსა და დედასა. თავადი იგი უწინარჱს საუკუნეთა მხოლოდ-შობილი, სიტყუაჲ ღმრთისაჲ მამისაგან შობილი დაუსაბამოდ არა ჴორციელად, ხოლო ჯერ იჩინა ღმერთმან შემოსად ხატი მონებისაჲ, ესე არს ბუნებაჲ კაცთაჲ. ქალწულისა მარიამისგან ყრმად იშვა და ბაგასა შიდა განისუენა და კაცთა თანა იქცეოდა და არა რაჲ მოაკლდა ამის ყოვლისაგან ღმრთეებასა მისსა, არამედ იჴსნა საცთურისაგან ნათესავი კაცთაჲ, და საუკუნოჲსა მისგან დაშჯისა ყოველნი მორწმუნენი მისნი განათავისუფლნა. რამეთუ ქალწულმან მამაკაცი არა იცოდა, გარნა ჭურჭელნი იგი ჴორცთა მისთანი უფალსა ამსახურნა, და იშვა მისგან ბუნებით და არა ცოდვით“ („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9