ღვ ღმ ღუ
ღმე ღმრ

„ღმერთნი“

ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა (ფს.81,1) თეოდორიტე კვირელის განმარტებით: დავით მეფემ და წინასწარმეტყველმა „ღმრთად უწოდა მათ, რომელნი მსგავსად თჳსა მთავრად და წინამძღურად დაადგინნა“. სხვა ადგილას ამბობს: „ღმერთი ღმერთთაჲ უფალი იტყოდა“ (ფს. 49,1); აქაც: „ღმერთი ღმერთთაჲ, ღმერთი უწოდის ძლიერი და დიდი და ჭეშმარიტი, მართლიად ღმრთად და წინამძღურად მოძღუართა და მთავართა უწოდის ამას“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)(ინ. 10,34) – იგულისხმება წინასწარმეტყველნი. „იტყჳს უკუე და თჳთ ქრისტეცა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთათჳს, ესე იგი არს უპირატეს მოსლვისა მისისა გამოჩინებულთა წმიდათათჳს“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9