ღვ ღმ ღუ
ღმე ღმრ

ღმერთი ღმერთთა

„ღმერთი ღმერთთა თანა შეიერთებოდის“, – „ესე იგი არს, ვითარმედ ვთქუა ახალი და მაღალი საქმჱ. რამეთუ ჭეშმარიტად მაღალი და დიდი საქმე არს, რომელ ბუნებითი იგი ღმერთი მადლითა ღმრთივქმნულთა მათ, რომელ არიან მისთა მცნებათა აღმასრულებელნი კაცნი, იცნობებოდის მათ მიერ და დაიმკჳდროს მათ შორის“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.) „ღმერთ ღმერთთა ეწოდების ღმერთსა. არა თუ ღმერთ კერპთა, არამედ ღმერთ ბუნებით, მის მიერ ღმერთ-ქმნულთა მადლით და ჯერ-ჩინებით, რომელი-ესე არს ღმერთ-მთავრობა მისა, რამეთუ ღმერთი დადგების შორის ღმერთთაჲსა (ფს. 81,1) და ღმერთი მთავრობს ღმერთთა ზედა, ანგელოზთა და წმიდათა“(ძვ. ქართული ენის კათედრის შრ. 11, შესავალი ფსალმუნთა თარგმანებისა, გამსც. მოამზადა მზ. შანიძემ. თბ., 1968.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9