ქა ქე ქვ ქმ ქო ქრ ქუ
ქრი

ქრისტეს ორი ბუნება

„სრული კაცი, რომელსა შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ... უფალი ჩუენი იესუ შეუშფოთებელად და უქცეველად უბიწოჲსაგან და შეუგინებელისა ყოვლად წმიდისა ქალწულისაგან მარიამისა გამოვიდა ღმრთეებითა სრული და კაცებითა სრული“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „უმამო – ქუეყანასა ზედა და უდედო – ცათა შინა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „შეერთო ბუნებაჲ იგი და შეურწყმელად ჰგიეს ერთობაჲ იგი“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ღმრთეებაჲ არასადა დამცირდების და ჴორცნი იგი, რომელ განუშორებელად არიან ღმრთეებასა მას თანა, ჴორცთა მათ მისთა გარდამატებული დიდებაჲ აქუს“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ღმერთი სრული და კაცი სრული“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ნუ ეძიებ ღმრთეებრ დედასა მისსა ცათა შინა, რამეთუ უდედო არს. ნუცა ეძიებთ ჴორციელად მამასა მისსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ უმამო არს. ნუ განაშოვრებთ ღმრთეებასა მისსა კაცებისა მისისაგან და ნუცა განაყენებთ კაცებასა მისსა ღმრთეებისა მისისაგან, რამეთუ განუშორებელ არს შემდგომად შეერთებისა. ნუ ვინმე ერთი ღმერთი შიშუელი და ერთი კაცი ლიტონი უწოდის ქრისტესა, არამედ იგი თჳთ თავადი ღმრთად და კაცად გრწმენინ“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „ვხედავთ დღეს ღმერთსა ქუეყანასა ზედა და კაცსა ვხედავთ ცათა შინა და ამას ვხედავთ ღმერთსა სრულსა ყოვლითავე დიდებითა და კაცსა სრულსა ყოვლითავე თჳნიერ ცოდვისა. და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, მთავარი იგი ანგელოზთაჲ ვისა მიერ მიივლინა ქალწულისა მარიამისა ხარებად? და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, საშოსა შინა ქალწულისასა ვინ დაიმკჳდრა? და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, წინამორბედმან საშოჲთ გამო ვის თავყანის-სცა სიხარულით? და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, ბეთლემს ქუაბსა შინა ვინ იშვა? და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, ანგელოზისა მიერ ხარებითა ვისსა მიივლინნეს მწყემსნი ხილვად და თაყუანისცემად, რომელიცა იხილეს შეხუეული და მწოლარე ბაგასა, რომელსაცა თაყუანის-სცეს და ანგელოზთა თანა ღაღადებდეს და იტყოდეს: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ?“ (ლუკ. 2,14) და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, დღესა მერვესა წინადაცუეთად ვისა მოვიდეს? გინა თუ დღესა მას მეორმოცესა განწმედისა მათისასა აღმოიყვანეს ტაძრად უფლისა ვითარცა ვითარცა ჩჩჳლი? და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, მკლავთა ზედა სჳმონისთა ვინ მიიქუა ღმერთი და იჯმნიდა იგი, ვითარცა მონაჲ თჳსისა უფლისაგან? და იტყოდა: „აწ, უფალო, განუტევე მონაჲ შენი მსგავსად სიტყჳსა შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი“ (ლუკ. 2,29-30). და მსგავსად მისა ანაცა წინაწარმეტყუელი, ვითარცა „ღმერთსა, აღუვარებდა“ (ლუკ. 2,38) და თაყუანის-სცემდა.

და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, მარიამ დედამან და იოსეფ ვინ წარიყვანეს გალილეად ვითარცა ჩჩჳლი? ვითარცა წმიდაჲ სახარებაჲ იტყჳს: „ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა და აღივსებოდა იგი სიბრძნითა და მადლი ღმრთისაჲ იყო მის თანა“ (ლუკ. 2,40). და შემდგომად მეორისა წლისა აღმოიყვანეს იგი ბეთლემდვე, რაჲთა იხილონ იგი მოგუთაცა ბეთლემსვე შინა. – და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, ვისა მოვიდეს მოგუნი იგი აღმოსავალით ძღუნითა ვარსკულავისა უწყებითა, რომელთაცა იხილეს ბეთლემს, სახლსა მას შინა, ვითარცა წმიდაჲ სახარებაჲ იტყჳს: რომელსაცა თაყუანის-სცეს, რომლისაცა „შეწირეს ძღუენი: ოქროჲ, მური და გუნდრუკი“ (მთ. 2,11). – და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, ჰეროდე მეფე ვის ეძიებდა მოკლვად? რომლისათჳსცა უბრძანა მოწყუედაჲ ყრმათა ბეთლემისათაჲ „ორით წლითგანნი და უდარესნი. ვითარცა გამოიკითხა ჰეროდე მოგუთა მათგან ჟამი იგი გამოჩინებისაჲ მის ვარსკულავისაჲ“ (მთ. 2,16), რომლისათჳს ჩუენებითა ანგელოზისაჲთა ივლტოდა ეგჳპტედ და იყო მუნ ვიდრე სიკუდილადმდე ჰეროდესა (შდრ. მთ. 2,14). და ვითარცა მოკუდა ჰეროდე, ჩუენებითა ანგელოზისაჲთავე გამოვიდეს ქუეყანად ისრაჱლისა (შდრ. მთ. 2,20). – და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, იოვანე წინამორბედი ვისთჳს ღაღადებდა და იტყოდა, ვითარმედ: „უძლიერჱსი ჩემსა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელთა ჴამლთა მისთასა?“ (მთ. 3,11; მრკ. 1,7; ინ. 1,27). – და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, იორდანეს ნათელი ვინ მოიღო იოვანჱსგან? და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, სული წმიდაჲ ვის ზედა გარდამოჴდა ზეცით ჴორციელითა ხილვითა და ჴმაჲ მამისაჲ ისმოდა ზეცით: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“ (მრკ. 1,11; მთ. 3,17). – და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, ვინ განიცადებოდა უდაბნოსა ორმეოც დღე ეშმაკისაგან (შდრ. მრკ. 1,13) და ორმეოც დღჱ პური არა ჭამა და წყალი არა სუა? (იხ. მთ. 4,2) – და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, კანას გალილეაჲსასა წყალი ღჳნოდ ვინ გარდააქცია? (იხ. ინ. 2,1-11) – და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, და-ვინ-ჯდა ლაკუასა ზედა მშურალი გზისა მისგან? და თუ არა ვთქუათ ყოველივე მიწყებით შემოკლებისა ამისთჳს ჟამისა, რამეთუ იციან ყოველი შვილთა ეკლესიისათა ჴორციელებრი სიმდაბლჱ და ღმრთეებრი სიმაღლჱ, და არა თუ დავაგდებთ ქუე კაცობრივსა მას ბუნებასა, არამედ ვადიდებთ ღმრთეებრ განკაცებასა მისსა და ამას უფროჲს აღვიარებთ, რამეთუ ღმერთი არს ესე დაუსაბამოჲ, საუკუნეთა შემოქმედი, რომელმან უთხრა ყოველივე, რაჲცა ექმნა დედაკაცსა მას სამარიტელსა. – და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, ვინ „წარიყვანნა პეტრე, იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა?“ (მთ. 17,1; მრკ. 9,2) – და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, ვინ იცვალა ხატი დიდებით მთასა ზედა თაბორსა, რამეთუ „გამობრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზჱ და იქმნა სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი?“ (მთ. 17,2; მრკ. 9,3) და მოვიდეს მოსჱ და ელია და ამას აუწყებდეს, ვითარმედ უფალი არს ესე ცხოველთა და მკუდართაჲ. – და უკუეთუ არა იყო კაცი სრული, ვის ეტყოდა პეტრე: „უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. გნებავს თუ, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსა?“ (მთ. 17,4; მრკ. 9,5) – და უკუეთუ არა იყო ღმერთი სრული, მეყსეულად ვისსა მიივლინა ღრუბელი მაგრილობელად და ჴმაჲ მამისაჲ ზეცით ისმოდა: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ?“ (მთ. 17,5; მრკ. 9,7) (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) ქრისტეს ბუნებანი განუყოფელია: „სულითურთ შთავიდა ჯოჯოხეთა ღმრთისაჲ იგი სიტყუაჲ, ვიდრე ჴორცნი იგი საუფლონი ძელსა ზედა, ვითარცა კრავისანი, იწუებოდეს... დაღათუ სული და ჴორცნი ურთიერთას განეშოვრნეს, ხოლო სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ სულსა მას და ჴორცთა მათ თჳსთა არა განეშორა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) როგორც სულის ან ხორცის მოხსენიებით საერთოდ კაცს მოვიაზრებთ, ასევე ქრისტეს ღმრთეების ან კაცების მოხსენიებით მის ერთ გვამს ვგულისხმობთ: „ოდესმე ღმერთად იტყჳს წერილი ქრისტეს და ოდესმე კაცად, და ოდესმე ღმერთად და კაცად, და ოდესმე ღმრთეებისა მისისათჳს მეტყველებს და ოდესმე კაცებისათჳს, ხოლო ოდესმე თანად ორთათჳსმე. ვინაჲცა სათანადო არს მაღალთაჲ ვიდრემე ღმრთეებისა მისისა მიჩემებაჲ, ხოლო მდაბალთაჲ – კაცებისა მისისაჲ. და ამათიცა და მათი – ერთისა გუამისა მისისაჲ“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) „ღმერთი-სიტყუაჲ ივნებს ჴორცითა და საკჳრველთ-მოქმედებს ღმრთეებითა. და არცა ღმრთეებასა ევნების, არცა ბუნებაჲ ჴორცთაჲ საკჳრველთ-მოქმედებს დაღათუ კაცობრივისა მოქმედებისა მიერ საღმრთოჲ მოქმედებაჲ გამოჩნდებოდა“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) ქრისტეს ბუნებათა შეერთების სახე მიუწვდომელია: „საკჳრველად და გამოუთქუმელად შეეერთნეს ღმრთისა მამისაგანსა სიტყუასა სულისა სიტყჳერისა მქონებელნი წმიდანი ჴორცნი“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) სიტყვასთან ხორცთა შეერთების შუამდგომელი გონიერი სულია: „რამეთუ ღმერთმან-სიტყუამან, ბუნებით შეერთებულმან თჳსთა ჴორცთამან, შუვამდგომელობითა სულისა გონიერისაჲთა, ყოველნივე თჳთებანი კაცისანი განიკუთთნა და თავისა თჳსისა შორის შეიწყნარნა, რამეთუ ამას შინა არს დაცალიერებაჲცა მისი“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9