ქა ქე ქვ ქმ ქო ქრ ქუ
ქად ქალ ქან ქარ

ქართლის მოქცევა

„დედაკაცისა ვისმე მიერ ტყუექმნულისა, რომელსა-იგი ნუნნად კაპპადუკიელად აქა სადმე პოვნილნიცა ქადაგებენ წიგნნი საეკლესიოთა მოთხრობათანი, სარწმუნოებისა მიმართ თჳსისა მიიზიდა ყოველი სავსებაჲ ყოვლისა ქართველთა ნათესავისაჲ საკჳრველთმოქმედებითა ნიშებშემოსილთა სასწაულთაჲთა, რაჟამს-იგი ქართველთა მეფემან მირიან მეფეთა შორის დიდისა კოსტანტინესსა მივლინებითა და მისგან გამოთხოჲთა მეფობისა თჳსისა ქალაქად მცხეთად შთამოიყვანა ევსტათი დიდი საყდრისმპყრობელი ანტიოქელთა ეკლესიისაჲ და წმიდათა მიერ ჴელთა მისთა ნათელ-იღო მან და ყოველმან ერმან ქართლისამან. და თჳთ პატრიაქთა შორის სახელგანთქუმულმან ევსტათი ჴელითა თჳსითა შთადვა საფუძველი მაშინ სადმე მცხეთას აღშენებულისა ეკლესიისაჲ, რომელიცა ფრიადისა თანა გულსმოდგინებისა განასრულეს რაჲ მათ, განწმიდა იგი და ჴელთდასხმულ-ყო მას შინა მათთჳს ეპისკოპოსი – კათოლიკოსი“ (დიდი სჯულის კანონი, გამოსაცემად მოამზადეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქიძემ, გ. ნინუამ, თბ., 1975.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9