ქა ქე ქვ ქმ ქო ქრ ქუ
ქად ქალ ქან ქარ

ქალწულნი ბრძენნი და სულელნი

(მთ.25,2) სულელთ „სარწმუნოებაჲ იგი ხოლო ვითარცა მიზეზად აქუნდა მათ და საქმენი არა ჰქონდეს. დაღათუ აქუნდა ქალწულებაჲ, წყალობაჲ არავე მოიპოვეს, სიმართლესა შინა იყვნეს და კაცთ-მოყუარებაჲ არა მოიგეს; გარნა ბრძენთა მათ ქალწულებასა თანა წყალობაჲცა მოიპოვეს და სიმართლესა თანა – ძმათ-მოყუარებაჲცა. და ცად მიისწრაფდეს“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „მოუჴდეს ცოფნი იგი ქალწულნი და ეტყოდეს ბრძენთა მათ: „გუეცით ჩუენ ზეთი საზეთეთაგან თქუენთა“. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: „ვითარ გცეთ თქუენ, ნუუკუე ვერ გუეყოს ჩუენ და თქუენ“ (მთ.25,9). არა თუ უწყალოებისათჳს ჰყოფენ ამას, გინათუ გულბოროტებისათჳს, არამედ ჟამისა მის და იწროდ დამოკლებისათჳს, რამეთუ ეგულებოდა სიძესა მას შესლვაჲ საქორწინესა მას. აქუნდეს კანდელნი ცოფთაცა მათ, ხოლო მოწყალებაჲ არა აქუნდა, რამეთუ ცეცხლი არს ქალწულებაჲ და ზეთი არს მოწყალებაჲ“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9