ფა ფე ფი ფრ ფს ფუ
ფსა

ფსალმუნთა კომენტატორები

ცნობილია წმ. ბასილი დიდის ფსალმუნთა განმარტებანი, მაგრამ ეს არის გამოკრებილნი „ფსალმუნნი, ადგილ-ადგილ თარგმანებულნი“, „ხოლო სრულებით მთარგმნელნი ფსალმუნთა წიგნისანი ესე არიან: ათანასის ვიტყჳ და კჳრილეს, რომელთა-იგი არა ერთითა, არამედ ორ-ორითა თარგმნითა უთარგმნია ყოველი მუჴლი დავითისაჲ: ერთი იგი შემოკლებულად და ლიტონად მარტივთათჳს და ლიტონთა, და მეორე იგი უვრცელესად და უღრმესად გამომეძიებელთათჳს და გულისჴმის-მყოფელთა. არიან კუალად სხუანიცა მთარგმნელნი დავითისანი: ევსუქი ხუცესი იერუსალიმელი და ასტერი ეპისკოპოსი ამასიელი. კუალად გუასმიეს ვიეთგანმე, ვითარმედ იოვანე ოქროპირისაცა მიერ თარგმნილ არს დავითი სრულებით, გარნა არა სრულად იპოების ყოველი“ (ძვ. ქართული ენის კათედრის შრ. 11, შესავალი ფსალმუნთა თარგმანებისა, გამსც. მოამზადა მზ. შანიძემ. თბ., 1968.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9