აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
აღდ აღვ აღთ აღმ აღს

აღსარება სარწმუნოებისა წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმედისა

„ერთი არს ღმერთი, მამაჲ სიტყჳსა ცხოველისაჲ, სიბრძნისა არსებითისაჲ და ძლიერებისა და ხატისა სამარადისოჲსა. სრული სრულისა მშობელი, მამაჲ ძისა მხოლოდ შობილისაჲ. ერთი უფალი, მხოლოჲ მხოლოჲსაგან, ღმერთი ღმრთისაგან, სახე და ხატი ღმრთეებისაჲ, სიტყუაჲ შემოქმედი, სიბრძნე ყოველთა აგებულებისა გარეშემცველი და ძლიერებაჲ, ყოვლისა დაბადებისა შემოქმედი, ძე ჭეშმარიტი ჭეშმარიტისა მამისაჲ, უხილავი უკუდავისაჲ და სამარადისოისაჲ. ერთი სული წმიდაჲ, რომელსა ღმრთისაგან აქუს არსებაჲ და ძისა მიერ მოეცემის, ცხად არს ესე, ვითარმედ კაცთა; ხატი ძისაჲ სრულისაჲ სრული. ცხორებაჲ ცხოველთა მიზეზი, წყაროჲ წმიდაჲ სიწმიდისა მომცემელი, რომლისა მიერ გამოცხადნების ღმერთი მამაჲ ყოველთა ზედა და ღმერთი ძე, რომელი-იგი არს ყოველთა მიმართ. სამებაჲ სრული დიდებითა სამარადისოებითა და სუფევითა. არა განყოფილი, არცა უცხოქმნული, არა-რაჲ უკუე არს დაბადებული ყოვლითურთ სამებასა შინა, არცა შეძინებული, რომელიმცა პირველ არა ყოფილ იყო და უკუანასკნელმცა შეძინებულ იყო. არცა ოდეს მოაკლდა ძე მამასა, არცა ძესა სული, არამედ უქცეველ და უცვალებელ არს მარადის ესე სამებაჲ“ (მრევლიშვილი ნანა, გრიგოლ ნოსელის „გრიგოლ საკვირველთმოქმედის ცხოვრების” ქართული რედაქციები, თბ., 2001. – წარმოდგენილია წმ. გიორგი მთაწმიდლისეული და ღირ. ეფრემ მცირისეული რედაქციები.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9