აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
აღდ აღვ აღთ აღმ აღს

აღსარება სარწმუნოებისა ნიკეა-კონსტანტინეპოლის კრებათა

„გურწამს ერთი ღმერთი, მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არახილულთაჲ, და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისაჲ მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნული, ერთარსი მამისაჲ, რომლისა მიერ ყოველივე შეიქმნა, რომელი ჩუენთჳს, კაცთათჳს, და ჩუენისა ცხორებისათჳს გარდამოჴდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა, და ჯუარს ეცუა ჩუენთჳს პონტოელისა პილატეს ზე და ივნო და დაეფლა, და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა, და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა, და კუალად მოვალს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისაჲ არა არს დასასრულ, და სული წმიდაჲ, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინაწარმეტყუელთა მიერ, და ერთი წმიდაჲ კათოლიკე და სამოციქულოჲ ეკლესიაჲ. აღვიარებთ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა, მოველით აღდგომასა მკუდრეთით და ცხორებასა მერმისა საუკუნოჲსა, ამინ“ (მცირე სჯულისკანონი (ექვთიმე მთაწმიდელისა), გამც. ე. გიუნაშვილი, თბ., 1972.).
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9