ტა ტე ტი ტკ ტრ
ტან ტატ ტაძ

ტატიანე

სირიელი გნოსტიკოსი; მოწაფე წმ. იუსტინე ფილოსოფოსისა; პროფესიით რომაელი რიტორი. თავისი მოძღვრის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ დაბრუნდა აღმოსავლეთში, სადაც გადაიხარა კიდეც გნოსტიციზმისაკენ. სირიული გნოზისის საერთო დებულებებთან ერთად, იგი ქადაგებდა განსაკუთრებით მკაცრ ასკეტიზმს და ღვინის გამოყენებას ევქარისტიაშიც კი კრძალავდა. მისმა მიმდევრებმა, განსაკუთრებული თავშეკავების გამო, ენკრატიტების სახელწოდება მიიღეს, ხოლო ევქარისტიაში მარტო წყლის გამოყენების გამო – სახელი ჰიდროპარასტებისა და აქვარინებისა.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9