სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სია სიბ სივ სიზ სიკ სიმ სინ სის სიტ სიყ სიც სიძ სიწ სიხ

სინანული

სინანული მხოლოდ სიცოცხლეში შეიძლება: „ყოველი სინანული მცირედსა ამას ჟამსა არს და შემდგომად განსვლისა ჴორცთაგან არღარა მოგუეცეს ჩუენ მიერითგან სინანული“; სინანული მარხვით აღიძვრება: „უკუეთუ ვერ გიცნობიეს გზაჲ იგი სინანულისაჲ ლოდისა მაგისგან, რომელი ძეს გულსა შენსა, წარუმართე გულსა შენსა მარხვითა და იგი მიგიძღუეს შენ სინანულად“(ფსევდომაკარის თხზულებათა ქართული ვერსია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. ნინუამ, თბ., 1982.) სინანულსა და ცრემლს „მადლი და მოტევებაჲ აქუს ცოდვათაჲ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ყოველი, რაჲცა გიქმნიეს, – გინა თუ სიძვაჲ, გინა თუ მრუშებაჲ, გინა თუ სხუაჲ რაიმე არაწმიდებაჲ, – შეინანე და მოგეტეოს. არარაჲ უფროჲს ცოდვა არს ჯუარ-ცუმისა ქრისტჱსისა და ამის განმწმედელი ნათლის-ღებაჲ არს“ (შ.89,26). „იესუ მოივლინა მამისაგან სინანულისა ქადაგებად“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ყოველი რომელი ცოდავს, სულ-მყრალობასა იქმს; ყოველმან რომელმან შეინანის, სულნელებასა იქმს; ვითარცა ნელსაცხებელსა მრავალნი წამალნი შეეზავებიან, ეგრეცა სინანულსა – მრავალი იგი გონებაჲ. ჯერ-არს მრავლისა საქმისაჲ და მრავლისა მის ნაყოფისა შეკრებაჲ, რაჲთა შეეზაოს სინანულისა იგი ნელსაცხებელი“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „იყოს თუ ვინმე აქა მორწმუნჱ ცთომილი, შე-ვე-ინანენ და ჭეშმარიტითა მით საბანელითა ცრემლთაჲთა ჴორცნი თჳსნი განიბანენინ და სულნი თჳსნი განიწმიდენინ, და ესრჱთ შემოგეახლოს სული წმიდაჲ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ეჰა, სინანული და ცრემლი, რომელსა-იგი მადლი და მოტევებაჲ აქუს და სამოსლისა სასიძობელისა შემმოსელი! ეჰა, სინანული და ცრემლი მწთოლვარჱ, რომელმან-იგი სალმობანი ცოდვათანი განკურნნის და საუკუნოჲ იგი გეჰენიაჲ დაშრიტის!“(უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) სინანულის ჟამი ამქვეყნად მთავრდება: „ვტიროდეთ დაუცხრომელად და ვინანდეთ კეთილად მდაბლითა სულითა და ყუდროჲთა გონებითა, უკუეთუ არა, მუნ ურგებად ვტიროდით ჟამსა მას საშჯელისასა და განკითხვასა მას ყოველთა კაცთასა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „სინანულისა და მოტევებისა დროჲ ამას ხოლო ცხორებასა აქუს... რომელნი აღესრულნეს ცოდვასა შინა, მიერითგან ჟამი აღსარებისაჲ არღარა აქუს“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) უკანასკნელ სამსჯავროზე ცოდვილთა სინანული არ მიიღება: „კუალად იტყოდიან: უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ მხოლოჲ მოწყალე ხარ და შემნდობელ და ძჳრ-უჴსენებელ. მოავლინე ჩუენ ზედა წყალობაჲ და მილხინე ჩუენ: და არა ისმინოს მათი“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.) „რომელნი მრავლით ჟამითგან შეკრულ არიან ცოდვითა, მცირითა ჟამითა შემძლებელ არს განჴსნად სინანული“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „ბოროტ არს არასარწმუნოებაჲ სინანულისა სასოვებისაჲ“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) გზანი სინანულისანი შემდეგია: 1. თუ შეცოდებული ხარ, შედი ეკლესიაში და ცოდვა აღიარე; 2. იგლოვე ცოდვათა ზედა და ცოდვა განიშორე; 3. თავი დაიმდაბლე; 4. ქველის საქმე და წყალობა ჰყავ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) მაცხოვარმა „უწოდა მკლველთაცა მათ მისთა, უკუეთუ უნდეს, იხარებდენ იგინიცა მეგობართა მისთა თანა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9