სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სია სიბ სივ სიზ სიკ სიმ სინ სის სიტ სიყ სიც სიძ სიწ სიხ

სიმდაბლე

„სამკაულ შრომათა სათნოებაჲ არს, გჳრგჳნ მარხვისა სიმდაბლჱ არს“; „უკუეთუ გინდეს სიმდაბლით მისვლის, რაჲთა შეურდე ძმასა შენსა, ნურარას ამხილებ მას რომელსამე ზედა ბრალსა, არამედ გაქუნდინ სიმდაბლჱ იგი გულსა შინა შენსა და აბრალებდ თავსა თჳსსა და ესრჱთ სირცხვილეულ იქმნეს მტერი“ (ფსევდომაკარის თხზულებათა ქართული ვერსია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. ნინუამ, თბ., 1982.) „გაგინაა მოყუასმან შენმან? მოიჴსენე შენცა, რამეთუ მრავალ-გზის აგინე ღმერთსა საქმითა შენითა ბოროტთა“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.) მაცხოვარმა „არა თუ სხჳსათჳს რაჲ კიცუსა მას ზედა ჯერ-იჩინა დაჯდომაჲ, არამედ რაჲთამცა სიმდაბლითა მით ამპარტავანებაჲ დაჴსნა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9