სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სია სიბ სივ სიზ სიკ სიმ სინ სის სიტ სიყ სიც სიძ სიწ სიხ

სიკვდილის ჟამს

„ორნი ანგელოზნი მოვიდიან კაცსა ზედა, ერთი სამართლისაჲ და ერთი უკეთურებისაჲ და შევიდიან სიკუდილსა თანა. და ვითარ-იგი აურვებნ სიკუდილი სულსა, მოვიდიან ორნი იგი ანგელოზნი, და განიხილნიან გუამნი წარმართთანი სოფლით. და უკუეთუ ექმნის საქმე სიმართლისაჲ, უხარინ ანგელოზსა მას სიმართლისასა, რამეთუ არარაჲ საქმჱ აქუს ერთსა მას მის თანა და მოუწესნ სხუათა მრავალთა, მოვიდიან სულსა მას ზედა და გალობედ წინაშე მისსა ვიდრე მისლვადმდე ადგილსა მას ყოველთა მართალთასა. მაშინ ტირნ ანგელოზი იგი უკეთურებისაჲ, რომელ არს სატანა, რამეთუ არარაჲ აქუს ნაწილი მის თანა. უკუეთუ ვინმე არნ მოქმედი ბოროტისაჲ და ექმნის საქმჱ უკეთური, უხარინ უკეთურსა მას მის ზედა. და მოიყვანნის შჳდნიღა სხუანი სულნი ბოროტნი და წარიყვანის სული იგი და განშჭრიედ მას, და ტირნ ანგელოზი იგი სიმართლისაჲ. ხოლო აწ, ძმანო და მამანო, შეეწიენით თავთა თჳსთა და ნუმცა რაჲ ბოროტი იპოების ჩუენ თანა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9