სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სია სიბ სივ სიზ სიკ სიმ სინ სის სიტ სიყ სიც სიძ სიწ სიხ

სიზმარი

„სიზმარი არს დავიწყებადი, ნუ გრწამნ მისი“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.) განსხვავება სიზმარსა და ჩვენებას შორის: „ვითარცა ყოველნი კაცნი განაგებენ თავთა თჳსთა გონებითა თჳსითა და მცირედნი ჩუენებასა ღირს-იქმნებიან ღმრთისამიერსა, ეგრეცა ყოველნი კაცნი ბუნებით სიზმართა იხილვენ ძილსა შინა და რჩეულნი იგი, რომელნი ღირს არიედ, იხილიან ჩუენებაჲ ჭეშმარიტი ძილსა შინა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „ოდესმე არიედ საქმენი სიზმართანი შემსგავსებულ საქმეთა გუამისათა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) – მწყურვალს მდინარე ესიზმრება, მშიერს – სუფრა, გრძნობით განხურვებულს – ტრფიალი და ა. შ.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9