სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სვი

სვიმეონ მიმრქმელი

„ნათესავით ჰურიაჲ, არამედ მადლითა ქრისტიანე; მწიგნობარ კითხვით და ანგელოზ ცნობით; ფარისეველთა მათ შორის ვითარცა ვარდი ეკალთაგან განშოვრებულ. და სჳმეონ ესოდენ მართალ იპოვა, ეუწყა სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდის იხილოს ცხებული უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ და მიიქუას იგი მჴართა თჳსთა ზედა. აწ მან მართალმან რაჟამს იხილა ჴორციელად მოსრული უფალი, იხილა და განიცადა და მიიქუა იგი მჴართა თჳსთა ზედა და... იტყოდა: აწ განვიტეო, რაჲთა არღარა ვიხილო ჰურიათაჲ შენ ზედა კადრებაჲ. ნუცამცა ვიხილავ მე გჳრგჳნსა მას ეკლისასა, ნუცამცა მონისა მიერ ყურიმლის ცემასა, ნუცა ლახუარი გუერდსა შენსა, ნუცა მზჱ ესე შენ ზედა დაბნელებული“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)– რადგან წინასწარ უწყებული აღთქმისამებრ ხანდაზმულმა სვიმეონმა განკაცებული უფალი სიცოცხლეშივე იხილა (ლკ.2,26), ერთი მხრივ, იგი მზადაა აღსასრულს მშვიდობით შეეგებოს (ლკ.2,29-30), ხოლო მეორე მხრივ, თვით მასაც აღარ სურს ხილვა იმ შეურაცხყოფისა და ტანჯვისა, რაც მაცხოვარს ჰურიათაგან უნდა შეემთხვეს.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9