სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

სახე ჭეშმარიტებისა

„რაჟამს გულისჴმა-ჰყოფდეს გონებაჲ ხედვითა დაბადებულთაჲთა დამბადებელსა მას ყოველთასა, გულისჴმა-ჰყოფს, ვითარმედ არს, რომელმან შექმნა ესე ყოველი. და მერმე ეძიებენ, და თუ რაჲ არს იგი, ანუ ვითარი. და მოიგონის, ვითარმედ არა სულ არს, ვითარ სხუანი ესე სულნი, არცა ჴორც, არცა ცეცხლ, არცა სხუაჲ რაჲ ესევითართაგანი, რამეთუ ვითარმცა იყო დამბადებელი მსგავს მის მიერ დაბადებულთაჲ? და ამის ყოვლისაგან შემოკრიბის და ცნის, ვითარმედ არცა ერთი რაჲ არს მათგანი, არამედ მიუწთომელ არს სრულიად და მოუგონებელ ბუნებაჲ მისი. და ესე არს სახჱ ჭეშმარიტებისაჲ, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ სრულიადი იგი არს, თუმცა ვინ ცნა, თუ რაჲ არს ღმერთი? და ვინაჲთგან ესე შეუძლებელ არს, აწ რაჟამს ფრიად ვინ იღუაწოს, ამას ოდენ სცნობს, ვითარმედ მიუწთომელ არს ღმერთი და მოუგონებელ. და ესე სახე არს და ხატ ჭეშმარიტებისაჲ, რამეთუ ეჩუენა წმიდათა რომელსამე ცეცხლად, რომელსამე ნათლად, რომელსამე ღრუბლად. და მის ყოვლისა სხჳსა და სხჳსა ხილვისაგან შემოჰკრებს გონებაჲ, ვითარმედ მიუწთომელ არს ღმერთი და მოუგონებელ მრავალთა მათ ხილვათა მიერ, რომელ იქმნებიან სულსა შინა წმიდათასა, რომელთამე თანა უფრო და რომელთამე უმცრო საზომისაებრ თითოეულისა. გარნა ხილვაჲ მისი ვითარი არს? უწინარეს შეპყრობისა ივლტინ და უწინარეს ცნობისა უჩინო იქმნისო, ვითარცა მსწრაფლ ელვაჲ. და იგიცა, რაჟამს ფრიად ვინ წმიდა-ყოს გონებაჲ თჳსი, ძლით უძლოს მის მცირედისაცა ხილვაჲ. ხოლო ესე ამისთჳს ქმნაო, რაჲთა მცირედითა მით ხილვითა უმეტეს ვისწრაფდეთ მისდა მისლვად. კუალად მიუწთომელობითა მისითა გჳკჳრდეს იგი და გუსუროდის მისა. და ესრეთ წმიდა ვიქმნებოდით მის მიერ, რამეთუ სურვილი განსდევნის შიშსა და წმიდა-ჰყოფს გონებასა და ღმრთივშუენიერ, ვითარცა წმიდათაჲ, ვითარცა მოსესი და ელიაჲსი და მსგავსთა მათთაჲ“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9