სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

სარწმუნოება

„საგრძნობელითა გულისაჲთა ვიცით უფალი, არა თუ რაჲ-იგი არს, არამედ ვითარმედ ჭეშმარიტად არს (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.) „დასაბამ ცხორებისა არს სარწმუნოებაჲ და თჳნიერ სარწმუნოებისა არა არს სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ. ხოლო სარწმუნოებაჲ არს მოსალოდებელთა გუამ, საქმეთა მამხილებელ არახილულთა. რამეთუ პირველად ჯერ-არს სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ, ვითარმედ არს და მეძიებელთა მისთა სასყიდლის მიმცემელ ექმნების. ამას პავლე იტყჳს, ოქროაედონი ეკლესიისაჲ“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.) უეჭველი სარწმუნოების გარეშე ღმრთის ძეობა (შვილება, ანუ შვილად გახდომა) შეუძლებელია: „უკუეთუ გაქუნდეს შენცა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ ღმრთის მოშიშებისაჲ, მოვიდეს შენ ზედაცა სული წმიდაჲ და ჴმაჲ მამისაჲ ზეცით ოხრიდეს შენ ზედა, რამეთუ არა „ესე არს ძჱ ჩემი“, არამედ: „ესე აწ იქმნა ძედ ჩემდა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) – ე. ი. ვინც არის ძე მისი, ეს მამის ბუნებითი ძე – იესო ქრისტეა, ხოლო ვინც მადლით იქმნა ძედ, ეს მტკიცე სარწმუნოების მქონე ყოველი მართალი კაცია. „არასადა შეორგულდის მართალი განსაცდელითა სარწმუნოებასა ღმრთისა მიმართ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) მაცხოვარი ამბობს: „რომელსა მე არა ვრწამ, ღმერთი არა რწამს. რამეთუ მე მამისაგან მოვედი სოფლად და ჩემი დიდებაჲ დიდება არს მამისა თანა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959; უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „თუ ენებოს მტერსა მიღებად ფიჩჳსა შენისა, მიეც მას (მთ. 5,40); და თუ მონაგებსა შენსა მიგიღებდეს შენ, მიეც მას; და თუ ცხოვრებასა შენსა მიგიღებდეს, მი-ვე-ეც მას, გარნა სარწმუნოებაჲ შენი მტკიცედ დაიმარხე შენ თანა“; „და მო-ღათუ ვინმე-გაკუდინოს შენ, გზაჲვე შენი იგი არს, გარნა სარწმუნოებასა შენსა ნუ წარსწყმედ, ფასსა მას, დაუკლებელსა სარწმუნოებასა. რამეთუ მარტჳლნი იგი რომელ იმარტჳლნეს, სარწმუნოებაჲ თჳსი არა წარწყმიდეს და სიკუდილისა მათისა შემდგომად უძლიერჱსღა არიან ცხოველთასა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)„ზედაჲს-ზედა კითხვისა მისგან წიგნთაჲსა ისწავებდით მას, და აწინდელისა მისგან სწავლისა და პირველთა მათგან თქუმულთა ჩუენ მიერ უმტკიცესი სარწმუნოებაჲ გაქუნდინ მხოლოჲსა მიმართ ღმრთისა და მამისა ყოვლისამპყრობელისა და უფლისა ჩუენისა მიმართ იესუ ქრისტჱსა, ძისა მისისა მხოლოდშობილისა და სულისა მის მიმართ წმიდისა ნუგეშინისმცემელისა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)სარწმუნოება არის „კარი საიდუმლოთა“ (წმ. ისააკ ასური), იგია პირობა და საძირკველი საღმრთისმეტყველო აზრისა. ქრისტე ადამიანის გულში სარწმუნოებით მკვიდრდება (ეფ. 3,17); სარწმუნოებით მოიპოვება გონება ქრისტესი, რომელსაც შესწევს ძალა საღმრთო საგნებზე მსჯელობისა (1 კორ. 2,12-16). პავლე მოციქული წერს: „სარწმუნოებით გჳცნობიეს დამყარებად საუკუნეთა სიტყჳთა ღმრთისაჲთა“ (ებრ. 11,3), ე. ი. სამყარო რომ ღმრთის მიერ არის შექმნილი და მოწყობილი, სარწმუნოებით შევიცნობთ. სარწმუნოება გვანიჭებს ძალას სწორად აზროვნებისა და იმ საკითხთა გამოძიებისა, რომელნიც გონებისთვის მიუწვდომელნი არიან. წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის სიტყვით: „ჩვენი გონების შემავსებელი სარწმუნოებაა“.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9