სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

სამოქალაქო სჯულის წიგნები

დიდი სჯულისკანონში დამოწმებულია სამოქალაქო სამართლებრივი კანონები, რომელნიც თავიანთი სულისკვეთებითა და შინაარსით საეკლესიო დადგენილებებს შეესატყვისებიან. „ყოველნი ესე წოდებანი... სახელ არიან ჰრომაულთა, აწ ბერძენთა შორის მყოფთა სამოქალაქოთა წიგნთანი, რომელნი აქა მოჴსენებულ არიან ამისთჳს, ვინაჲთგან მათგანნი საეკლესიოთა კანონთა შესატყჳსნი და თანჴმანი დადებულ არიან წინამდებარესა ამას კანონთა განწესებასა შინა“. „აწ უკუე განწესებათა წიგნ ეწოდების უპირატესთა, უბრძენესთა მეფეთა ბრძანებით განჩინებულად განწესებულსა საყოველთაო სოფელთათჳს აღწერილ ბრძანებათა წესთა“. „ნეარონ ჰრქჳან განგებულებასა რასმე ძუელსა ანუ აწღა ახლად განჩინებულსა“. „ხოლო კოდიკოჲ არს სახელი ჰრომაული და ეწოდების გუჯარსა განვრცელებით მქონებელსა სამეფოთა რათმე პირთა და სჯულის-დებათასა“. „დიგესტონი კულა ეწოდების ჰრომაულად წიგნსა ყოველთა უპირატესთა ბრძენთა, ვითარ სოკრატის, სოლონის, პლატონის, არისტოტელის და ეგევითართა სამოქალაქოთა წესთა და სჯულთათჳს განვრცელებით თქუმულთა წიგნთა“. „ესრეთვე ინსტიტუტიონი წიგნი არს თჳთ სასჯულოჲ წიგნი და შემყვანელობითი სასჯულოთა წიგნთამი. ხოლო ტიტლოსნი, რომელთა ჩუენ უწოდთ ნაწილებად, პირთათჳსნი თავნი არიან ამათ ყოველთა ზემოთჴსენებულთა წიგნთანი“ (დიდი სჯულის კანონი, გამოსაცემად მოამზადეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქიძემ, გ. ნინუამ, თბ., 1975.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9