სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

სამი ტალავარი

„პეტრე, თავი იგი მოციქულთაჲ და კლდჱ სიმტკიცჱ, იტყჳს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ (მთ. 17,4). ნანდჳლვე კეთილ არს ყოფაჲ, სადა ღმრთის მეცნიერებაჲ ისწავების, და ნათელი ღმრთეებისაჲ იხილვების, და სასუფეველი ცათაჲ ეუწყების. მერმე იტყჳს: ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსსა (იქვე). რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა, არამედ არა უმეცარ იყო, რომელსა ზრახვიდა, რამეთუ იტყჳს: „ერთი შენდა“, ვითარცა ღმრთისა და მამისა, რომელი-იგი ხატი და ბრწყინვალებაჲ მამისა ხარ, ვითარცა სთქუ: რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი (ინ. 14,9); „და ერთი მოსჱსა“, ვითარცა შენ მხოლოჲსა ძისათჳს, რომელმან მსგავსებაჲ მისი შეიმოსე განკაცებითა და შჯულის-დებითა და სიკუდილითა; „და ერთი ელიაჲსა“, ვითარცა სულისა წმიდისათჳს, რომელი-იგი ცეცხლისა ეტლითა და ზე-აღფრენითა და უკდავებისა სახითა ცხორებისა საუნჯეთა შინა მსგავსად გამოისახის. რამეთუ სამითა მით სახელითა საცნაურსა მას ტალავარსა აღაშჱნებდა, რომელ არს სამოციქულოჲ კათოლიკე ეკლესიაჲ, რომელსა შინა სამებაჲ იქადაგების“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.); კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991).
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9