სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

სამების პირთა ქმედების სახე

სამივე ერთარსი ჰიპოსტასის ნება, მადლი, ანუ ენერგია, ერთია, მაგრამ პირველი მიზეზი და წყარო წმიდა სამების ყოველი ნებელობისა და ქმედებისა არის მამა, რომელიც მოქმედებს ძის მიერ სულიწმიდით. „ყოველივე ქმედება, რომელიც ვრცელდება ქმნილებაზე, მამისაგან იღებს სათავეს, ძის მიერ ვრცელდება და აღესრულება სულიწმიდით“ (წმ. გრიგოლ ნოსელი). ამასთანავე, საღმრთო ნების მოძრაობაში – მამისაგან ძის მიერ სულიწმიდისკენ – არავითარი დროის შუალედი არ არსებობს. ღმრთეება დროზე აღმატებულია. „მამა მოქმედებს ძის მიერ სულიწმიდით“ (წმ. კირილე ალექსანდრიელი). ეს არის ღმრთის განგებულებით, ანუ წმიდა სამების მიერ ამქვეყნად გამოცხადებული ნების არადროული თანმიმდევრულობის სახე. მამა ნებას ავლენს, ძე მოქმედებს, სულიწმიდა ქმნილებას სრულჰყოფს სიკეთითა და სილამაზით (წმ. მაქსიმე აღმსარებელი).
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9