სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

სამება

სამების პირთა უცვალებელი თვისებანი: „მამაჲ არს მამაჲ, დაუსაბამოჲ, რამეთუ არა ვისგან შობილ არს. ძე არს ძჱ, არა უშობელი, არამედ მამისაგან შობილი, ჟამითა დაუსაბამოჲ, რამეთუ დამბადებელი ჟამთაჲ ჟამთა უმრწემესმცა ვითარ იყო? სული წმიდაჲ – ჭეშმარიტად სული, გამომავალი მამისაგან არა ძისაებრ, რამეთუ არა შობით, არამედ გამოსლვით. სხუაჲ არს ესე სახჱ, ამისთჳს მოვიპოვებთ სახელთა ამათ, რაჲთა მცირედ გულისჴმა-ვყოთ. არცა მამაჲ განეშორა უშობელობასა შობითა ძისაჲთა, არცა ძჱ განეშორა შობასა, რამეთუ უშობელისაგან იშვა. რამეთუ ვითარმცა ეგებოდა? არცა სული წმიდაჲ შეიცვალების მამად, ანუ ძედ, რამეთუ გამომავალ არს მამისაგან და ღმერთ არს, დაღაცათუ უღმრთოთა მათ არა ჰრწამს, რამეთუ თჳთებაჲ შეურყეველ არს. ანუ ვითარ იყოს თჳთებაჲ, შე-თუ-ირყეოდის და შეიცვალებოდის?“ (სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 58, Corpus Nazianzenum20, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica V, Brepols, 2007.) „საღმრთოჲ წერილი ერთსა ბუნებასა იტყჳს ღმრთისასა სამთა შინა გუამთა“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.) „ერთსა ღმერთსა ვიტყჳთ სამთა გუამთა შინა“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.) ჰურიაებაცა და წარმართობაც ერთნაირი ბოროტებაა: „რაჟამს ვთქუა ღმერთი, ვიტყჳ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, და არა განეფინების ღმრთეებაჲ უფროჲს ამისა, რაჲთა არა შემოვიხუნეთ ღმერთნი მრავალნი, არცა უფროჲს ამისა განისაზღვრების; არა სიგლახაკჱ ღმრთეებისაჲ ვთქუათ და ვიქმნეთ ჰურია ერთისა ხოლო თქუმითა და წარმართ – მრავალ-ღმრთეებითა, რამეთუ ბოროტი ორთაჲვე მათ სწორ არს, დაღაცათუ თჳს-თჳს იხილვების“(„მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.) „გულითადი ღმრთისაჲ დავით ქადაგებს სულითა წმიდითა და იტყჳს: სიტყჳთა ღმრთისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაჲთა ყოველი ძალი მათი. ესე არს ღმერთი – მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ, რომელსა აღვიარებთ და გურწამს“ (მამათა ცხორებანი (ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერი XI ს-სა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ვახტანგ იმნაიშვილმა, თბ., 1975.) „სამებაჲ წმიდაჲ და ერთი არსებაჲ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ესე მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ არა განყოფილ, – ნუ იყოფინ! – არამედ ერთ სამება წმიდა, ერთ ძალ, ერთ ჴელმწიფება, ერთ უფლება, ერთ მთავრობა, რომელი პირველ ყოველთა საუკუნეთასა იყო და იყოს და არს“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „აღვიარებთ ღმერთსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: მამაჲ სრული, ძჱ სრული, სული წმიდაჲ სრული; ერთ არსება, სამებაჲ წმიდაჲ, ძჱ ჭეშმარიტი, მამისაგან შობილი, და სული წმიდაჲ – არა უცხო მამისაგან და ძისა, არამედ მარადის იყოს სამებაჲ წმიდაჲ და არასადა შეეძინა და არცა მოაკლდა რაჲ, ერთ ღმრთეება და ერთ მთავრობა ღმრთისა და მამისა და ერთ ნება“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „და ოდეს სთქუა მეუფედ მამაჲ, ნუ განჰყოფ ძესა, რამეთუ მამისაგან სცან ძჱ; და თუ სთქუა ძჱ მეუფედ, ნუ განაშორებ მამასა, რამეთუ ძისაგან გულისხმა-ჰყავ შენ მამაჲ. და რამეთუ ერთი სუფევაჲ მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ არს“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ღმრთისაგან ღმერთი მოვიდა, ვითარცა სახელითა უფლისაჲთა, ყოვლისა მპყრობელისაგან, ძჱ სახელითა მამისაჲთა, მეუფჱ ჭეშმარიტი მეუფისაგან, რომელი იგი საუკუნითგან აქუნდა მეუფებაჲ მამისა თანა, რამეთუ თანა-სწორებით არს მეუფებაჲ მათი, და არა სხუით, ვინაჲ პატივი ძისაჲ მოპოვნებულ მოუკლებელად. რამეთუ ერთი სუფევაჲ მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ, ერთი საუნჯჱ, ერთ უფლება, ერთობით თაყუანის-ცემასა მისა შევსწირავთ ერთობისასა მას სამებისა ღმრთეებისასა; მიუხედველ, განუცადებელ, გამოუთქმელ; არცა მამისაჲ სადა იყოს დასასრული მამობისაჲ, არცა ქრისტესი ძეობაჲ და მეუფებაჲ, ეგრეცა სულისა წმიდისაჲ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) დიდებაჲ „მამასა, რომელმან მოავლინა მხოლოდ-შობილი, და ძესა, რომელმან გჳჴსნნა წყალობითა თჳსითა, და წმიდასა სულსა, რომელმან განგუწმიდნა და განგუათავისუფლნა ჩუენ“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „ბუნებაჲ მათი ერთ არს და ნებაჲ მათი ერთ. და გულისხმა-ყავ, რამეთუ მამამან და ძემან და სულმან წმიდამან ერთად დადვეს შჯული“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „ოდეს პატივი ერთ არს, ცხად არს, ვითარმედ გონებაჲცა მათი ერთ არს, ვითარ-იგი თქუა ქრისტემან: „რომელმან პატივ-მცეს მე, მან პატივ-სცეს მამასა და რომელმან უვარ-მყოს მე, მან უვარ-ყოს მამაჲ ჩემი“ (ინ. 5,23), (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „ხოლო რაჟამს-იგი გესმეს, ვითარმედ ერთი განუყოფელი იგი სამებაჲ, გულისხმა-ყავ დაუსრულებელი იგი და განუყოფელი მეუფებაჲ, დიდებაჲ იგი და ჭეშმარიტებაჲ, რომელ არასადა განიყოფის, არამედ დგას და ჰგიეს სამარადისო ცხოვრება“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) სამების პირთა საკუთარი თვისებები: „მამაჲ არა შობილ და მშობელ არს, და ძჱ არა მშობელ და შობილ არს მამისაგან, და სული წმიდაჲ – არცა მშობელ, არცა შობილ, არამედ გამომავალ და მიმომფენელ, მსგავსად სიტყჳსა მის, რომელ თქუა: „სული იგი ჭეშმარიტი, რომელი მამისაგან გამოვალს“ (ინ. 15,26). და არა ითქუმის ძმა ძისა, რამეთუ არა არს ნაშობ და არცა უცხო ღმრთისაგან, რამეთუ მამისაგან გამოვალს, ვითარცა ევა და აბელ არა ძმა ითქუმიან ურთიერთას, დაღათუ ორნივე ადამისგან არიან: ერთი იგი შესაქმით და ერთი იგი შობით. და არა თუ ადამი ევაჲსა მამა ითქუმის, დაღათუ მისგან გამოიღო გუერდი იგი. ამისა სახედცა დაღათუ ღმრთისაგან არს ძჱ და სული წმიდაჲ, არა ითქუმიან ურთიერთას ძმა, რამეთუ ცხადად არიან განწესებანი ურთიერთას სავსებისაჲ მის ერთისაგან არსებისა მამისა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „ზესკნელნი იგი ძალნიცა ღაღადებენ და იტყჳან: „წმიდა, წმიდა, წმიდა“ (ინ. 5,43)! სამჯერ წმიდა თქჳან და ერთჯერ უფალი, რამეთუ ერთ არს უფლებაჲ წმიდისა სამებისაჲ. ჰხედავა ერთობასა და სამებასა ჭეშმარიტსა? და არა თუ თჳს-თჳსა ღმერთთა ვიტყჳთ; არა ითქუმიან სამ ღმერთ, რამეთუ არა სხუა და სხჳსა არსებისაგან არიან. არა ითქუმის კუალად ერთ ხოლო, რაჲთა არა ჰურიაებასა და საბელიანოზთა გონებასა მივსდრკეთ, არამედ გურწამს სამებაჲ თავადი, ერთობით სავსება. და არა ვიტყჳთ სამსა ღმერთსა, რაჲთა არა წარმართთა ვემსგავსნეთ, რომელნი-იგი მრავალს ღმერთს იტყჳან“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „იხილე მამაჲ სრულ, ძჱ სრულ და სული წმიდაჲ სრულ, შემოქმედ მამაჲ, შემოქმედ ძჱ, შემოქმედ სული წმიდაჲ. მამისასა იტყჳს: „მამაჲ ჩემი, მოაქჟამადმდე საქმესა იქმს“ (ინ.5,17). და მერმე: „დასაბამითგან ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“ (შესქ. 1,1). და ძისასა მახარებელი იტყჳს: „ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თჳნიერ მისა არარაჲ იქმნა“ (ინ. 1,3). და მერმე: „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს“ (ფს. 32,6). და სულისა წმიდისათჳს იტყჳს: „და სულითა პირისა მისისაჲთა – ყოველი ძალი მათი“ (ფს. 32,6). და მერმე ქრისტე იტყჳს: „სული არს, რომელი განაცხოველებს, და ჴორცმან არაჲ არგის“ (ინ. 6,63). მოგუასწავა განუყოფელისა მის ბუნებისათჳსცა ღმრთეებისა მის, ძალისა განუწვალებელისა, რომლისათჳსცა თქუა, ვითარმედ: „გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად“ (ინ. 16,28). ეგრევე სულისა წმიდისასაცა იტყჳს, ვითარმედ: „სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისა ჩემისაგან გამოვალს“ (ინ. 15,26). და ამითცა გჳჩუენებს ერთობასა მას განუწვალებელსა სამებისასა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სულ არს ღმერთი“ (ინ. 4,24). და გჳჩუენებს თავისა თჳსისათჳსცა და ჭეშმარიტისა მის სულისათჳსცა, ვითარ განუშორებელ არს მამისაგან. დაღათუ მოციქულნი მოვლინებულ მამისაგან ითქუმიან, არამედ სამებისა მიერ; ერთობითვე ნებითა თუ ერთვე ზრახვით თუ ეგრეთვე განუწვალებელმან სამებამან ერთობით საქმჱ იგი აღასრულა, რომლისათჳსცა იოვანე ნათლისმცემელი წამებს, ვითარმედ: „ღმერთი ვერვინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან ძემან, რომელი არს წიაღთაგან მამისათა, მან გჳთხრა“ (ინ. 1,18). რამეთუ თანა-ყოფილად რაჲ იგი იხილეს, მას საქმესაცა მოქმედ იყვნეს ძჱ და სული წმიდაჲ. ვითარცა მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ სწორ ღმრთეებითა, საქმეთაგან მამისათა ეგრევე მეცნიერ იყვნეს. ჵ საკჳრველი ნიჭი ღმრთის ცნობისაჲ, წილით ხუედრებული მოციქულთა მათ! ვითარ ესევითარსა შუენიერსა და სულნელსა ცნობასა მეყს წარეწინეს, ამის სახედვე ჭეშმარიტისა მის სულისა წმიდისათჳს წეს არს გულისხმისყოფად, რომელ თქუა, ვითარმედ: „სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი გამოვალს მამისაგან“ (ინ. 15,26). გამოვალს და არა განიყოფვის, გარდაეცემის და არა მოაკლდების. და ერთბამად ჭეშმარიტად ერთობასა მას და ერთსწორებასა იტყჳს: „მე მამისა თანა და მამაჲ ჩემ თანა“ (ინ. 17,21). და „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“ (ინ. 14,9), რამეთუ არა საზღვრით რაჲ ღმრთეებასა დაიტევს“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) არსება სამ გვამშია და არა ღმრთეებაში გვამნი: „ერთი არსებაჲ ღმრთეებისაჲ სამთა შინა გუამოვნებათა“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) გვწამს „ერთი ღმრთეებაჲ სამთა გუამთა, ესე იგი არს პირთა შორის“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) „ერთი არს ნებაჲ, ერთი მოქმედებაჲ, ერთი მოძრავობაჲ სამთავე გუამთაჲ; და მხოლოდ უშობელობაჲ ოდენ არს თჳთება მამულისა გუამოვნებისა, ხოლო შობილობაჲ – ძეობითისა გუამოვნებისა, და გამომავალობაჲ – სულისა წმიდისა გუამოვნებისა“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) სამების პირთა საკუთარი თვისებები: „ძესა მამისაგან შობილად და სულსა გამომავალად მისგან აღვიარებთ, ვითარცა გუამსა გუამისაგან, რამეთუ არა არსებასა მოუგიეს მშობელყოფაჲ“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) გუამისა სახელისა „მიერ ერთისა არსებისა შორის გამოჩინებულთა პირთა თჳთებაჲ იცნობების, ვითარ-იგი უმეტეს არს და თჳს საცნაურება მისსა, ესე იგი არს ხატოვნება მამისა გუამოვნებისა დაუსაბამოებაჲ და არა რომლისა მიზეზისაგანობაჲ, ხოლო ძისა მამისაგან შობილობაჲ, ხოლო სულისა წმიდისა მამისაგან გამომავალობაჲ. და ამას წარმოაჩენს ხატოვნებითი გუამი“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)ტერმინი „სამება“ ღმრთისმეტყველებაში პირველად II ს-ის აპოლოგეტმა წმ. თეოფილე ანტიოქიელმა შემოიტანა.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9