სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

საბელიოსი

საბელიანიზმის ერესიარქი. მისი მწვალებლობა დაგმეს ალექსანდრიის (261 წ.) და რომის (262 წ.) საეკლესიო კრებებზე. საბელიანოზთა მიხედვით, სამების წევრები (მამა, ძე და სულიწმიდა) სახელებია ერთი პირისა (Υιόιϛ-Πατήρ) ისინი ერთდროულად კი არ არსებობენ, არამედ მხოლოდ ერთი ღმრთეების გამოვლინებებს წარმოადგენენ: მამა ზოგჯერ მოქმედებს როგორც ძე, ზოგჯერ როგორც სულიწმიდა და იწოდება ხან ძედ, ხან სულიწმიდად, და – პირიქით. აქედან გამომდინარე, ვნება და ჯვარცმა მამასაც მიეწერება. ასეთივე ბრალი ედებათ მონოფიზიტებსაც, რომლებმაც სამებისადმი მიმართულ „სამწმიდაარსობას“ დაუმატეს „რომელიც ჩვენთვის ჯვარს ეცვი“, რომლითაც მათ მამა-ღმერთიც ვნებულად და ჯვარცმულად გამოაცხადეს (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9