რი რქ რჩ
რქა

„რქა ცხორების

უწოდიან უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომლისათჳს ზაქარია იტყჳს: „აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხორებისაჲ“ (ლკ.1,69). რამეთუ ვითარ-იგი რქაჲ თავისაგან აღმოეცენების, ეგრეთვე ქრისტე თავთა მათ მამათ-მთავართა თესლისაგან განჴორციელდა. და კუალად, რამეთუ რქაჲ გამომსახველი არს მეუფებისაჲ, არა ხოლო ამით, რომელ რქისაგანითა საცხებელითა იცხებოდეს მღდელნი და მეფენი, არამედ კუალად ამითცა, რამეთუ ვითარცა-იგი რქაჲ ზედა კერძო თავისა აღმოცენებითა წინა-მბრძოლ და მფარველ არს ყოვლისა გუამისა, ეგრეთვე შეწევნაჲ ღმრთისაჲ ზედა კერძო ყოველთა განფენილ არს და სცავს ყოველთა ასოთა კაცად-კაცადისა გუამებისათა. რამეთუ ყოველნივე ერთ გუამ და ურთიერთას ასოებ ვართ დამოკიდებითა თავისა მის ყოველთაჲსა ქრისტესითა, რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს“ (ძვ. ქართული ენის კათედრის შრ. 11, შესავალი ფსალმუნთა თარგმანებისა, გამსც. მოამზადა მზ. შანიძემ. თბ., 1968.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9