პა პე პი პლ პო პრ
პილ პირ

პირობები ღმრთისმეტყველებისა

ღმრთისმეტყველების საიდუმლოთა წვდომასა და ჭეშმარიტ ჭვრეტას ვერ შეძლებს ის, ვინც პრაქტიკული მოღვაწეობით ვნებათაგან განწმენდის გზაზე არ დგას. ამ მოღვაწეობაში კი ლოცვა, მარხვა, საეკლესიო საიდუმლოებში მონაწილეობა და ქრისტეს სხვა მცნებათა აღსრულება იგულისხმება. „არა ხოლო თუ ფრიადი ღმრთის-მეცნიერებაჲ და რწმუნებაჲ მოიყვანებს სრულებად, არამედ სარწმუნოვებისა თანა ჯერ-არიან საქმენი სიწმიდისანი“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) წმიდა მამათა გზას „ყოვლითა ძალითა შედგომილნი, არა შევსცთებით ჭეშმარიტებისაგან“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9