პა პე პი პლ პო პრ
პილ პირ

პირველი კაცის მდგომარეობა

წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყუელის სიტყვით: „შიშუელი სიწრფოებითა და ცხორებითა მით უშრომელითა, თჳნიერ საფარველისა და სამოსლისა, რამეთუ ესრეთ ჯერ-იყო ყოფად პირველისა მის კაცისაჲ“. ღირ. მაქსიმე აღმსარებლის თარგმანი: „ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ფრიად ენება მოძღუარსა, რაჲთამცა გამოაჩინა განყოფილებაჲ იგი, რომელ არს შორის აწინდლისა ამის ყოფისა ჩუენისა და მაშინდლისა მის ადამის მოქალაქობისა. ამისთჳს თქუა ესე, ვითარმედ კაცი მაშინ წინააღმდგომთა მიერ და ერთმანეთისა განმხრწნელთა საქმეთა ჴორცთაჲსა არა შეპყრობილ იყო, არამედ იყო ესრეთ თჳნიერ ხრწნილებისა, და დინებისა გუამისა ძალთაჲსა და შეცვალებისაგან თავისუფალ იყო, რამეთუ აქუნდა მადლითა უკუდავებაჲ. და აწინდელი ესე ხრწნილებისა სასწაული არა ჰგუემდა მას, არამედ სხუაჲ წესი აქუნდა ჴორცთა მისთა, უტკივარი და უჭიროჲ. და ესრეთ შიშუელ იყო პირველი იგი კაცი, არა თუ უჴორცოჲ იყო, გარნა ზრქელ მყოფელი და მოკუდავ და წინააღმდგომმყოფელი ჴორცთაჲ საქმე არა აქუნდა. და ესრეთ, სიტყჳსა მისებრ მოძღურისა, უშრომელად იყოფებოდა, რამეთუ ერთგზის მიცემული იგი მისდა ბუნებით შუებულებაჲ არა განილეოდა და სამოსელი არა უჴმდა, რამეთუ უვნებელობისა მისთჳს, რომელი აქუნდა, სიცხჳლისაგან არა ეშინოდა. და სიცხისა ანუ ნეფჴვისა ჭირი მას ზედა არა იყო, ამისთჳს იყო შიშუელ.

სხუაჲ თარგმანი მისვე სიტყჳსაჲ: გინა თუ აწინდელთა ამათ საქმეთაგან გამოაჩინებს მაშინდელსა მას კაცისა ცხორებასა მოძღუარი, რამეთუ აწ აღიძრვის კაცი ანუ უცნებათა მიმართ ვნებათაჲსა საცთურითა გემოჲსმოყუარებისაჲთა, ანუ სწავლისა მიმართ ბუნებათაჲსა საჴმრისათჳს, ანუ სწავლისა მიმართ ბუნებათაჲსა სიტყჳთ. და ამას ყოველსა შინა შრომაჲ არს და ჭირი, რომელთაგანი არცა ერთი იყო მაშინ კაცსა თანა, არამედ უზეშთაეს ამათ ყოველთა იყო. რამეთუ ესრეთ ჯერ-იყო ყოფად პირველისა მის კაცისაჲ, რაჲთა არარაჲსა მიმართმცა წარიტაცებოდა ბუნებაჲ მისი ქუეშე მისა, გინა გარემო მისა მყოფთა მიმართ, არამედ უზეშთაეს მისა ოდენ მყოფისა მის ღმრთისა მიმართ ხედვიდა ძალითა სიყუარულისაჲთა და დაუდგრომელითა სლვითა, რამეთუ უვნებელ იყო მადლითა და საცთური ვნებათაჲ არა აქუნდა, და ჴელოვნებათა მიმართ ჴორციელთა მოსწრაფებაჲ არა აქუნდა. რამეთუ არაჲ ეჴმარებოდა საჴმარი და ბრძენ იყო ბუნებით და სწავლაჲ არად საჴმარ იყო მისდა ბუნებათა ხედვად. და არარაჲ აქუნდა საფარველი შორის მისა და ღმრთისა დამაყენებელად გულისჴმისყოფისა და სიყუარულისა მისისა ღმრთისა მიმართ. და ამისთჳს შიშუელ იყო სიწრფოებითა, რამეთუ უზეშთაეს ყოვლისავე ბუნებათა ძიებისა იყოფებოდა და ცხორებითა მით უშრომელითა, რამეთუ ყოვლისავე ჴელოვნებათა ჴმარებისაგან შორს იყო და თჳნიერ საფარველისა. რამეთუ ნისლისა ამისგან აწინდელთა ვნებათაჲსა შორს იყოფებოდა, რომელთა შინა უკუანაჲსკნელ შთავარდა, რამეთუ ნებსით სავსებისა წილ კეთილთაჲსა ცარიელებაჲ ირჩია და ქუეშე მოქცევაჲ ბუნებით, რომელთა ზედა იყო.

სხუაჲ თარგმანი მისვე სიტყჳსაჲ: ანუ თუ შიშუელ იყო, ვითარცა იტყჳს მოძღუარი თითოფერისა ამისგან ბუნებისა ხედვისა და ცხორებითა უშრომელითა, რამეთუ საქმეთათჳს სათნოებისათა მრავალსახენი ღონენი არა ეჴმარებოდეს, რამეთუ უშრომელად აქუნდა ბუნებით სათნოებათა საქმჱ და თჳნიერ ყოვლისა საფარველისა, რამეთუ არა უჴმდა მრავალთა მიერ შრომათა გულისჴმისყოფაჲ ღმრთისაჲ და არცა რაჲ აქუნდა დამაყენებელ მისა, არამედ თავით თჳსით ხედვად მაღალთა მათ საქმეთა აღვიდოდა. რამეთუ აწ რომელნი ისწრაფდენ საზომსა მას პირველისა მამისასა მიწთომად, პირველად შრომით ვნებათა მოიწყუედენ და ესრეთ ჴორციელთა ჴელოვნებათა უცალოებათა მოიწყუედენ. და მერმე ბუნებათა ხედვასა უზეშთაეს აღჴდებიან და შევლენ დაულევნელსა მას და უნივთოსა გულისჴმისყოფასა, რომელსა არა აქუს ხილულად გამომსახველი ფერი ანუ მოგონებაჲ სიტყჳთ გამოცხადებადი, ვითარცა იგი პირველი კაცი დაჰბადა ღმერთმან შიშუელი სიწრფოებითა მით გულისჴმისყოფისაჲთა და უშრომელითა ცხორებითა. იყო სხჳთაცა სახითა უმაღლესადრე თქუმად ძალი ამის სიტყჳსაჲ, გარნა კმა იყავნ ესე, რაჲთა არა უმეტეს ზომისა ვიყვნეთ მეძიებელ“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9