პა პე პი პლ პო პრ
პილ პირ

პილატე

მოწმობა მისი მოქცევისა და ნათლისღების შესახებ: „და ამბორს-უყო პილატე პირსა სტეფანჱსსა და ჰრქუა: გევედრები შენ, მონაო ღმრთისაო, ილოცე ჩემთჳს უფლისა მიმართ, რაჲთა მეცა რიცხუსა შევერთო, რომელთა ჰრწამს ქრისტჱ“; „ტიროდეს ფრიად პილატე და ცოლი მისი (პროკლა) და იტყოდეს: მოგჳჴსენენ ცოდვილნი ესე, ნეტრეულო სტეფანე, მოგჳჴსენენ და ღირს გუყვენ ჩუენ ქრისტჱს ბეჭედსა“; „მაშინ წარიყვანა პილატე ცოლი თჳსი და მივიდა მოციქულისა პეტრჱსა და ნათელი მოიღო პილატე და ცოლმან მისმან“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)„ცან, რამეთუ პილატჱსი იგი დაბანაჲ ჴელთაჲ, განზრახვაჲ და ცნობაჲ გულისაჲ ძისა ღმრთისაჲ იყო და გამოჩინებით თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან ამის მართლისა“ (მთ. 27,25), (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) ერთგან იგი „მართალ პილატედ“ იხსენიება (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9