VI-VII სს-ში ერთ-ერთი ერესი, რომელსაც ერესიარქის სახელის მიხედვით მარკიანობას უწოდებდნენ, დაუახლოვდა მანიქეველობას და მათმა შენაერთმა წარმოქმნა შუა საუკუნეების ერთ-ერთი გავრცელებული მოძრაობა პავლიკიანობის სახელით, რომლის სამშობლოდაც სომხეთი ითვლება (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8