ოთ ორ ოს ოქ
ორი ორმ ორო

ორმაგი სასჯელი სიმონიისათვის

„წმიდა მოციქულთა რჩულისკანონსა ესრეთ წერილ არს: „უკუეთუ ვინმე ებისკოპოსობისა პატივი საფასითა მიიღოს, ანუ ხუცობისაჲ, ანუ დიაკონობისაჲ, აღიჴოცენ მღდელობისაგან საფასით კურთხეული იგი და მაკურთხეველიცა მისი და განიკუეთენ სრულიად ზიარებისაგან, ვითარცა სჳმონ მოგჳ განიკუეთა ჩემ მიერ პეტრეს მოციქულისა“. ჰხედავთა რაბამი არს ესე ცოდვაჲ? რამეთუ სხუათა ცოდვათათჳს არასადა წერილ არს აღჴოცაჲ მღდელობისაგან და განყენებაჲ ზიარებისაგან, ხოლო ამის ბრალისათჳს ორივე განაწესეს წმიდათა მოციქულთა – აჴოცა მღდელობისაგან და უზიარებლობაჲ“ (მცირე სჯულისკანონი (ექვთიმე მთაწმიდელისა), გამც. ე. გიუნაშვილი, თბ., 1972.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9