ოთ ორ ოს ოქ
ოთხ

ოთხი საპატრიარქო

უძველესი ტრადიციით ოთხი საპატრიარქო საყდარი არსებობდა: ალექსანდრიის, ანტიოქიის, რომისა და ეფესოსი, იმის მიხედვით, თუ რომელი მახარებელი სად იყო აღსრულებული (იმავე თანმიმდევრობით – მარკოზი, მათე, ლუკა და იოანე). კონსტანტინეპოლის პოლიტიკურ გაძლიერებას მოჰყვა მისი ეპისკოპოსის აღზევებაც, იოანე მახარებლის ნაწილები აქ გადატანილ იქნა ეფესოდან, რის შედეგადაც საპატრიარქო საყდრების რიცხვში ეფესო კონსტანტინეპოლმა შეცვალა. მათე მახარებლის ნაწილები კი ანტიოქიიდან იერუსალიმში გადაიტანეს (ტრადიცია ამ ღონისძიებებს იუსტინიანე კეისარს მიაწერს), თუმცა იერუსალიმმა ანტიოქიის შეცვლა ვერ შეძლო და ამით საპატრიარქოთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9