ნა ნე ნი
ნიკ ნინ ნიჩ

ნიკოლაელნი

მოციქულთა თანამედროვე ერეტიკოსები, რომელნიც, დოკეტების მსგავსად, მატერიას ბოროტებად მიიჩნევდნენ. მათ განავითარეს პრაქტიკული სწავლება, რომელიც ხორცის მოკვდინებასა და სულის თავისუფლების ამაღლებას ითვალისწინებდა; თუმცა ხორცზე სულის ამაღლების მათმა მეთოდმა შედეგად გარყვნილება წარმოშვა. II ს-ში ნიკოლაელნი თავიანთ წარმოშობას უკავშირებდნენ ანტიოქიიდან მოსულ ნიკოლოზს, დიაკონს იერუსალიმის ეკლესიისა, რომლის „ცხოვრებას“ უაზროდ ამახინჯებდნენ; სინამდვილეში კი, როგორც იოვანე ღმრთისმეტყველი „გამოცხადებაში“ (2,14-15) განმარტავს, ისინი მიმდევრები იყვნენ ბალამის სწავლებისა, რომელმაც ბალაკს ასწავლა, „რაჲთა დადვას დაბრკოლებაჲ ძეთა ისრაჱლისათა, და ჭამად კერპთა ნაზორევისა და სიძვად“.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9