აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
აღდ აღვ აღთ აღმ აღს

აღდგომა ქრისტესი

«ჴორცი და სული ყოველივე მისი კაცებისაჲ ღმრთეებრ იყო, რამეთუ აღჴდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა დიდებითა, არა თჳნიერ წმიდათა მათ ჴორცთასა, არამედ შთაეცვალა სულიერად, რამეთუ სრულ იყო და ერთ ღმრთეება, ვითარცაღა ჩუენთაჲ ამათ ჴორცთაჲ ყოფად არს»; «არა თუ განვაშორებ ჴორცთა ღმრთეებისაგან, არამედ ჰგიან და ღმრთეებასა თანა შეერთებულ არიან»(სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) – უფალი იესო ქრისტე განსულიერებული სხეულით აღდგა; მისი ორი ბუნება განუშორებლად და განუყოფლადაა შეერთებული. «ამისთჳს ვიდოდა უფალი მოწაფეთა თანა ამას ორმეოცსა დღესა და მერმეღა აღმაღლდა ცად, რაჲთა დაამტკიცნეს მოწაფენი აღდგომისათჳს» (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) აღდგომის დღე – დედოფალი ყოველთა დღეთა (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) «რამეთუ ჰრწმენა ურწმუნოთა მათ აღდგომაჲ იგი მისი, აღადგინა მართალნი სხუათა საფლავთაგან (შეად. მთ.27,52-53), რაჲთა იყვნენ იგინი ქადაგ აღდგომისა მისისა» (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) «დღეს დაეჴშა ჯოჯოხეთი და განეღო სასუფეველი» (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9