ნა ნე ნი
ნად ნაზ ნათ ნაყ

ნათლისღების სახენი

„ნათელ-სცა მოსე წყლითა და ამისა პირველ ღრუბლითა და ზღუასა შინა (გამს. 13,23; 1 კორ. 10,2), არამედ იგი ყოველი სახე იყო, ვითარცა პავლე გუასწავებს: ზღუაჲ სახე იყო წყლისა მის ნათლისღებისა, ღრუბელი – სულისა წმიდისა, მანანაჲ მოასწავებდა პურსა მას ცხორებისასა, სასუმელი იგი – საღმრთოსა მას სასუმელსა. ნათელ-სცემდა იოვანეცა არა ხოლო ებრაელებრ, რამეთუ არა წყლითა ოდენ, არამედ სინანულადცა, გარნა არა სრულიად სულიერად, რამეთუ არა წერილ არს მიცემაჲ სულისაჲ. ნათელ-სცემს იესუცა, არამედ სულითა წმიდითა. ესე არს სრულებაჲ, ესე არს ჭეშმარიტებაჲ“ (სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 58, Corpus Nazianzenum20, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica V, Brepols, 2007.)„ვიცი მეოთხეცა ნათლისღებაჲ – სისხლითა მით წამებისაჲთა და იგიცა ნათლისღებაჲ ქრისტემან მიიღო და ფრიად უპატიოსნეს არს ყოვლისა, რამეთუ მეორედითა ცოდვათა ბიწითა არღარა შეიბღალვის. ვიცი მეხუთეცა ნათლისღებაჲ – ცრემლითა, გარნა საჭირო და საშრომელ, ვითარცა რომელი-იგი ბანნ მარადღე ცხედარსა და სარეცელსა მისსა ცრემლითა (ფს. 6,7), ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი (ფს. 37,6), დავგლახაკენ, დავმდაბლდი ფრიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე და დამავიწყდა მე ჭამად პური ჩემი, ჴმითა კუნესისა ჩემისაჲთა შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა და მსგავსი ამისი“ (სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 58, Corpus Nazianzenum20, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica V, Brepols, 2007.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9