ნა ნე ნი
ნად ნაზ ნათ ნაყ

ნათლისღება სისხლით

„რომელმან არა ნათელ-იღოს, მას ცხორებაჲ არა აქუს, გარნა მარტჳლთა ხოლო, რომელთა თჳნიერ წყლისა ნათლის-ღებისა დაიპყრან სასუფეველი, რამეთუ, რაჟამს იჴსნიდა ჯუარითა სოფელსა მაცხოვარი და გუერდსა უგმირეს, გამოჴდა სისხლი და წყალი, რაჲთა რომელთამე ჟამსა მშჳდობისასა სულითა წმიდითა და წყლითა ნათელ-იღონ და რომელთამე კუალად ჟამსა დევნისასა თჳსითა სისხლითა ნათელ-იღონ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) ორმოცთა მოწამეთა მცველმა „უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს მიმართ ნათელ-იღო. არა თუ სხჳსა ვისგანმე, არამედ თჳსითა სარწმუნოვებითა, არცაღა წყლითა, არამედ თჳსითა სისხლითა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9