გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გემ გენ გეო

გემის დრო

დროის ათვლის გემზე მიჩნეული სისტემა. გემის დრო რიცხვობრივად იმ სასაათო სარტყელის სასარტყელე დროის ტოლია, რომლის მიხედვითაც დაყენებულია გემის საათი. გემის გადასვლისას ერთი სასაათო სარტყელიდან მეორეში გემის დროის ათვლა, ჩვეულებრივ, იცვლება: გემის საათი გადაჰყავთ 1სთ-ით წინ (ღამით) აღმოსავლეთისკენ გადაადგილებისას და 1სთ-ით უკან (ნასადილევს) დასავლეთისკენ გადაადგილებისას. დროის ათვლის შეცვლის გადაწყვეტილებას იღებს კაპიტანი.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9