იალქნიანნიჩბიანი გემი, რომელიც VII–XVIIIსს-ში თითქმის ყველა ქვეყნის საზღვაო ფლოტში არსებობდა. პირველად შეიქმნა ვენეციაში. სიგრძე 40–60მ, სიგანე 4–7,5მ, ჩაჯდომა 2მ-მდე, ჰქონდა 15მ-მდე სიგრძის 16–32 წყვილი ნიჩაბი. XIVს-დან გალერაზე იყო ზარბაზნები, ეკიპაჟი 450 კაცამდე (5–9 კაცი ნიჩაბზე). მას კატარღასაც უწოდებდნენ.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5.