ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბრა ბრე ბრი ბრო ბრუ

ბრიგანტინა

  1. Fr. brigantin, brigand–ყაჩაღი
    პატარა იალქნიანნიჩბიანი სწრაფმავალი გემი გალერის ტიპისა, გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის აუზში XV–XVIIIსს-ში. ჰქონდა 8–16 წყვილი ნიჩაბი თითოეულზე 1 მენიჩბით და 12 ანძა სამკუთხა იალქნებით. ფართოდ იყენებდნენ დალმაციელი და ტუნისელი მეკობრეები, აგრეთვე ევროპული ქვეყნებისა და თურქეთის ფლოტებში.
  2. იალქნიანი 2–3 ანძიანი გემი XVIII–XXსს-ში პირდაპირი აღჭურვილობით ფოკანძაზე. ბრიგანტინები შედიოდნენ მრავალი ქვეყნის სამხედრო ფლოტების შემადგენლობაში, გამოიყენებოდნენ სავაჭრო გემებადაც. წყალწყვა 300 ტმდე, სიგრძე 19–36 მ, სიგანე დაახლ. 3,5 მ, ჩაჯდომა 5,5 მ-მდე, ეკიპაჟი 70–150 კაცი.
    Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9