ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბოგ ბოვ ბოთ ბოი ბოლ ბომ ბონ ბორ ბოტ ბოუ ბოფ ბოც ბოძ

ბოფორტის სკალა

ქარის ძალის შეფასების 12 ბალიანი სისტემა. შემოთავაზებულია ფრენსის ბოფორტის მიერ 1806 წ. მრავალჯერ შეიცვალა და შესწორდა. თანამედროვე სახით საერთაშორისო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ მიიღო 1963 წელს. ემყარება წყლის ზედაპირზე, კვამლზე, ალმებზე, გემის ზედნაშენზე, სანაპირო ნაგებობებზე ქარის მოქმედების თვალით აღქმას.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9