ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბაგ ბად ბათ ბაი ბაკ ბალ ბან ბარ ბატ ბაქ ბაშ

ბარჟა

  1. Fr. barge
    შუა საუკუნეების იალქნიანი გემი, რომელიც ბალინგერს ან ბარკას ჰგავს, მაგრამ უფრო დიდი ზომისაა.
  2. მდიდრულად მორთული ნიჩბიანი გემი შუა საუკუნეებში, რომლითაც სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირები, ელჩები და სხვა წარჩინებულნი გადაჰყავდათ გემზე და გემიდან. შემდგომში სწრაფმავალი 8 ან 12ნიჩბიანი სახომალდო შლუპი ფლოტის მაღალი თანამდებობის პირების გადასაყვანად.
  3. სხვადასხვა კონსტრუქციის მქონე გადამზიდი ნავების (ინგლისი) ან სასწავლო ნიჩბიანი შლუპების (აშშ) მოძველებული დასახელება.
  4. XVIII–XIX სს-ში აფროსანი, რეიდზე მდგომი გემების განსატვირთად, აგრეთვე სხვადასხვა სახის ტვირთების გადასაზიდად მცირე კაბოტაჟში, მდინარეებზე და არხებში.
  5. არათვითმავალი სატვირთო გემი. ცურვის რაიონის მიხედვით არის სამდინარო, ტბისა და საზღვაო ბარჟები. გადასაზიდი ტვირთის სახეობის მიხედვით – მშრალტვირთიანი, ჩასასხმელი, და უნივერსალური. მოძრაობის ხერხის ნიხედვით–საბუქსირო და მისაწოლი.
    Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9