ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბაგ ბად ბათ ბაი ბაკ ბალ ბან ბარ ბატ ბაქ ბაშ

ბაროკამერა

Gk. βάρος – წნევა
L. kamara – თაღი, თაღიანი ოთახი
გამძლე, ჰერმეტული კამერა, რომელშიც ხელოვნურად იქმნება ამაღლებული (დადაბლებული) ბარომეტრული წნევა. ბაროკამერა გამოიყენება ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმზე აირის ან წყლის (ჰიდრობაროკამერა) გარემოს სხვადასხვა წნევების გავლენის შესასწავლად, მყვინთავების ან საფრენოსნო შემადგენლობის სავარჯიშოდ, მყვინთავის დეკომპრესიისთვის ან სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მასში ზოგიერთი ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად, სხვადასხვა საყვინთი და კოსმოსური ტექნიკის გამოსაცდელად წნევაზე ან ვაკუუმში და სხვ.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9