ტა ტე ტვ ტი ტო ტრ ტუ
ტაი ტაკ ტალ ტამ ტან ტარ ტაქ

ტაქტიკური ფორმულარი

დოკუმენტი, რომელიც ასახავს სამხედრო ხომალდის ან სამხედრო-საზღვაო ძალების დამხმარე გემის ტაქტიკურ-ტექნიკური ელემენტების მდგომარეობას. მასში მოცემულია ხომალდის (გემის) კორპუსის ძირითადი განზომილებები, წყალწყვა, სვლის, ზღვაოსნურობისა და სხვა საექსპლუატაციო და საბრძოლო თვისებების მახასიათებლები, მონაცემები შეიარაღების, სახომალდო ტექნიკური საშუალებების შედგენილობისა და ხასიათის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია ხომალდის რემონტებისა და მოდერნიზაციების, ცურვების, ეკიპაჟის შემადგენლობის შესახებ. ტაქტიკური ფორმულარს აწარმოებს ხომალდის მეთაური ფლოტში ხომალდის ჩარიცხვის მომენტიდან მისი იქიდან გამოყვანამდე, რის შემდეგ ბარდება სამუდამოდ შესანახად.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9