სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ
სუბ სუპ სურ

სუპერვაიზერი

E. supervizor - კონტროლიორი
სპეციალისტი, ჩვეულებრივ, ყოფილი კაპიტანი ან შტურმანი, რომელიც ყველა პრობლემასთან დაკავშირებით კვალიფიციურ რჩევებს აძლევს გემის კაპიტანს უცხოეთის პორტში ყოფნისას და მისი სახელით კოორდინაციას უწევს გემის დატვირთვა-განტვირთვასთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებას. სუპერვაიზერის ძირითადი ფუნქციებია ბროკერების, სტივიდორების, ტალმანების საქმიანობაზე ზედამხედველობა, გემის რემონტის მომარაგების დაჩქარებაში თანადგომა, კაპიტნების (გემის მფლობელების) კანონიერი ინტერესების დაცვა და სხვ.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9