მცენარეული ან სხვაგვარი გვარლების ბოლოების ერთმანეთთან შეერთება, აგრეთვე ყოველგვარი ყულფები, ჩვეულებრივი კვანძებია, მაგრამ მათ საზღვაო ეწოდებათ, რადგანაც უფრო ხშირად მეზღვაურები იყენებენ. საზღვაო კვანძების მრავალი ათასი არსებული ნაირსახეობიდან პრაქტიკაში უფრო ხშირად 20-მდე მათგანი გამოიყენება, რომლებიც, თავის მხრივ, მრავალი კვანძის საფუძველია.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5