რა რგ რე რი რო რუ რწ
რუდ რუკ რუმ რუნ რუს

რუკები

სხვადასხვაგვარი საზღვაო გეოგრაფიული რუკები, რომლებიც გამოიყენება გემთტარების ამოცანების გადასაჭრელად, ცურვის რაიონების შესასწავლად, აგრეთვე ჰიდროტექნიკური ნაგებობების დასაპროექტებლად, სასარგებლო წიაღისეულის დასაზვერად და მოსაპოვებლად, საზღვაო რეწვისთვის და სხვ. დანიშნულების მიხედვით, იყოფა სანაოსნო, დამხმარე და საცნობარო რუკებად. სანაოსნო რუკებია: 1) გენერალური რუკები, რომლებიც გამოიყენება გზის ზოგადად შესასწავ-ლად (მასშტაბი 1:1 000 000 -1:5 000 000); 2) საგზაო რუკები - გზის გასაყვანად (მასშტაბი 1 : 100 000 - 1:1 000 000); 3)კერძო რუკები- ვიწრობებში სანაოსნოდ (მასშტაბი 1:25 000-1;75 000). დამხ-მარე რუკები გამოიყენება სახვადასხვა გამოთვლებისა და გეოგრაფიული აგე-ბის კარტოგრაფიულ საფუძვლად 1:100 000-დან 1: 20 000 000-მდე მასშტაბში. საცნობარო რუკები განკუთვნილია ცურვის პირობების შესახებ ზოგადი ცნობების მისაღებად (მასშტაბი 1:500 000 და უფრო მცირე).
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9