წყლის ხელოვნური გზა, რომელიც ორი ზღვის ან ოკეანის აუზებს აკავშირებს. ა-ებს ქმნიან საზღვაო გზების შესამოკლებლად. კონსტრუქციულად ა. არის ღია და რაბებიანი. ღია ა. აკავშირებს წყლის ერთნაირი დონის აუზებს (მაგ., სუეცის არხი). რაბებიანს აშენებენ აუზების დასაკავშირებლიდ სხვადასხვა ერთდროული დონის ან მაღალი წყალგამყოფის არსებობისას (მაგ., პანამის არხი, კილის არხი).
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5.