მა მდ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც
მაგ მად მალ მან მარ მატ მაშ მაძ მაჰ

მაგნიტური დახრილობა

კუთხე დედამიწის მაგნიტური ველის დაძაბულობის ვექტორსა და ჰორიზონტალურ სიბრტყეს შორის დედამიწის ზედაპირის განსახილველ წერტილში. ვექტორის მიმართულება განისაზღვრება თავისუფლად დაკიდებული მაგნიტური ისრის მიხედვით. მ. დ. ჩრდილოეთისაა, თუ ისრის ჩრდილოეთის ბოლო ქვემოთაა დახრილი, და სამხრეთისაა, თუ ქვემოთ სამხრეთის ბოლოა მიმართული. წერტილებს დედამიწის ზედაპირზე, რომლებშიც მაგნიტური დახრილობა 90G-ის ტოლია (ისარი ვერტიკალურადაა) დედამიწის პოლუსები ეწოდება, ხოლო ხაზს, რომელზეც 0G-ის ტოლია (ისარი ჰორიზონტალურადაა), – მაგნიტური ეკვატორი.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9