კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კაბ კავ კაი კამ კან კაპ კარ კას კატ

კავიტაცია

L. cavitas–სიცარიელე
სითხეში სიღრუეების (კავიტაციური ბუშტულების, ანუ კავერნების) წარმოქმნა, რომლებიც შევსებულია აირით, ორთქლით ან მათი ნარევით. კავერნები წარმოიქმნება სითხეში წნევის რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობამდე ადგილობრივი დაქვეითების გამო, რაც შეიძლება ხდებოდეს ან სითხის სიჩქარის გაზრდის (ჰიდროდინამიკური კავიტაცია) ან გაუხშოების ნახევარპერიოდის დროს დიდი ინტენსიურობის აკუსტიკური ტალღის გავლის (აკუსტიკური კავიტაცია) გამო. კავიტაცია ანგრევს, შლის სანიჩბავი ხრახნების, ჰიდროტურბინების, აკუსტიკური გამომსხივარების, ტუმბოების ფრთების, გემის კონსტრუქციების ზედაპირებს. კავიტაციას იყენებენ მასალათა ულტრაბგერითი მეთოდებით დამუშავებაში.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9