ევ ეზ ეი ეკ ელ ემ ერ ეს ეფ ექ
ეკვ ეკი ეკო ეკრ

ეკიპაჟი

  1. Fr. equipage, equiper–გემის აღჭურვა
    სამოქალაქო გემებზე, ადამიანთა კოლექტივი, რომელიც გემს ემსახურება კაპიტნის ხელმძღვანელობით და შეყვანილია ეკიპაჟის სიაში. გემის ეიპაჟში შედიან გემის მესაკუთრის მიერ დაქირავებული კაპიტანი, ოფიცრები და მატროსები, აგრეთვე გემზე მუდმივად მომუშავე სხვა პირები (ვერფის მუშაკები, სუპერკარგო). ეკიპაჟის ყოველ წევრს აქვს პორტის მიერ გაცემული მეზღვაურის პასპორტი, რომელიც ადასტურებს მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობას.
  2. საზღვაო ძალებში–ხომალდის პირადი შემადგენლობა მეთაურის ხელმძღვანელობით, აგრეთვე პირადი შემადგენლობა სახმელეთო ნაწილისა, საიდანაც ავსებენ ხომალდების ეკიპაჟს.
    Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9